"ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნება" დატოვა, ხოლო
საპარლამენტო უმრავლესობიდან
გასვლის საკითხზე განცხადებას ხვალ გააკეთებენ.
"ეროვნული ფორუმის" ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიცია "ქართულმა
ოცნებამ" საკუთარი ფუნქცია ამოწურა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ
გადაწყვეტილება, კოალიცია დავტოვოთ და არჩევნებში დამოუკიდებლად
მივიღოთ მონაწილეობა", - განუცხადა სააგენტო "ინტერპრესნიუსს"
"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.
"ეროვნულმა ფორუმის" ყრილობა დღეს გაიმართა და ის მედიისთვის დახურული
იყო.
მასალის გამოყენების პირობები