ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ბზის შეწამლვის მეორე ეტაპი
ხორციელდება.
ღონისძიებები ბზის მავნებლის წინააღმდეგ ეტაპობრივად მთელს ქალაქს
მოიცავს.
ვიცე-მერის გია გულორდავას განმარტებით, შარშან დაიწყო მავნებელი ბზის
ალურას შეწამლვა, ხოლო ბზის დასამუშავებელი ბიოლოგიური პრეპარატი დე
ფაქტო აფხაზეთის არასამთავრობო ორგანიზაციისგან მიიღეს, რომელსაც ის
გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
ვიცე-მერის თქმით პრეპარატი საკმაოდ ეფექტურია და შედეგს ორ-სამ დღეში
იძლევა.
" მავნებელი ბზის ალურა ენგურს გაღმაც გავრცელებულია და ორივე
მხარის ინტერესში შედის, რომ ეს პეობლემა ერთობლივად გადავწყვიტოთ" -
განაცხადა გია გულორდავამ
მასალის გამოყენების პირობები