იაპონიაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
27-მდე გაიზარდა.
როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაშავებულია ასობით ადამიანი. მისივე
ინფორმაციით, პირველი მიწისძვრა იაპონიაში ხუთშაბათს მოხდა.
მისმა სიმძლავრემ 6.5 მაგნიტუდა შეადგინა. მეორე კი გუშინ გვიან ღამით
ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში მოხდა, რომლის სიმძლავრემაც 7.3
მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრის შედეგად, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ხოლო ნანგრევებში
სავარაუდოდ, ათობით ადამიანია მოყოლილი.
მასალის გამოყენების პირობები