ადგილობრივი მწარმოებლები თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ (ვიდეო)
13:52 / 19.04.2016
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დაბალი ზონის სოფლების
მოსახლეობის ნაწილმა აქცია გამართა.
ისინი თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ და არსებულ სიტუაციას
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას უკავშირებენ.
აქციის მონაწილეები მთავრობისგან თხილის ღირებულების დარეგულირებას
ითხოვენ.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ მონაწილეებთან
ერთად ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც
იმყოფებოდნენ. საკრებულოს წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, ის
მოსახლეობის თხოვნით მოვიდა და ვალდებული იყო მათ გვერდით
მდგარიყო.
"ბრალდებები რაც მათ აქვთ, იცის მთელმა სამეგრელომ. ის, რომ
გუბერნატორი შონია დათო შენგელიასთან ერთად ჩართულია თხილის ბიზნესში,
ავიწროვებს მეწარმეებს და აკონტროლებს თხილის კონტროლირებად
ტერიტორიაზე გადმოტანას, არსებობს ამის საფუძველი და ფაქტები. ჩვენ
არაერთხელ მივმართეთ პროკურატურას დაინტერესებულიყო ამ ფაქტით".
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსის, პაატა
ლაგვილავას განმარტებით, ბრალდება აბსურდულია და აქცია ერთი
პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. რაც შეეხება თხილის ფასს,
მისი თქმით ამას მსოფლიოს ბაზარი არეგულირებს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები