„მეტრო+“ ზუგდიდი-თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით ხვალიდან
რეისებს აღადგენს.
სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები
„ათინათთან“ საუბარში აცხადებენ, რომ
პირველი ავტობუსი ზუგდიდიდან დედაქალაქის მიმართულებით
თორმეტ საათზე გავა.
შეგახსენებთ, კომპანია " მეტრო +" ქალაქში შემოსვლას,
ზუგდიდი - თბილისის და სხვა საქალაქთაშორისო ავტობუსების მძღოლების
აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც კომპანიამ ფუნქციონირება მალევე
შეწყვიტა.
ამავე თემაზე:
პროტესტის მიუხედავად "მეტრო +"-მა ზუგდიდში ფუნქციონირება
დაიწყო (ვიდეო)
"მეტრო +"-მა რეისი ვერ განახორციელა - ავტობუსებმა
ავტოსადგურის ტერიტორია დატოვეს
"მეტრო პლიუსი": ზუგდიდიდან რეისები განხორციელდება
"მეტრო +" : უახლოეს დღეებში გადაწყდება თუ რას ვაპირებთ
მასალის გამოყენების პირობები