ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. ამ დღესთან
დაკავშირებით სრულიად საქართველოს
კათალიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღვთო
ლიტურგიას დილის 10:00 საათიდან სამების ტაძარში აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც
პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
დიდი ხუთშაბათს ტაძრებში თორმეტგზის სახარება იკითხება.
მასალის გამოყენების პირობები