წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის მლოცველთა ჯგუფი დღეს მცხეთის
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან
ენგურის ხიდის მიმართულებით გაემართა. ისინი ყოველდღიურად ფეხით,
დაახლოებით, 20 კმ-ს გაივლიან. მსვლელობა 23 მაისს, სვიმონ კანანელის
ხსენების დღეს, ენგურის ხიდზე დასრულდება, სადაც წირვა-ლოცვა
აღევლინება.
აღნიშნულ ჯგუფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი
პირები შეადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები