ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტის, კლარა ფაჩუაშვილის
წიგნის
"ქალი სუსტი-ქალი ძლიერის" პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი სამი
ნაწილისგან შედგება: მემუარები, წერილები და შემოქმედება.
მასში ასევე დართულია მდიდარი ფოტოარქივი, რომელშიც ასახულია ავტორის
პირადი ცხოვრება და ცნობები გამოჩენილი ადამიანების შესახებ.
ჟურნალისტმა წიგნი საკუთარი სახსრებით გამოსცა. პრეზენტაცია ზუგდიდის
ცენტრალური ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები