ზუგდიდში დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით
ზუგდიდსა და ფოთში გამოფენას,
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს.
წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ
ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები:
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული
პირველი ქართული ჯილდო(მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს
ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26
თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას
პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული
მასალები, აკაკი ჩხენკელის მიერ გენერალ გიორგი კვინიტაძისათვის
გაგზავნილი დეპეშის დეშიფრანტი, სადაც ჩხენკელი კვინტრაზეს სთხოვს,
გადასცეს ეროვნულ საბჭოს დაუყოვნებლივ გამოაცხადონ საქართველოს
დამოუკიდებლობა და სხვა საინტერესო ნივთები.
ზუგდიდში გამოფენა 14 მაისს დადიანების სასახლის ეზოში, ხოლი ფოთში 15
მაისს, ნიკო ნიკოლაძის კოშკთან მოეწყობა.
ზუგიდიდსა და ფოთის გარდა უნიკალური ექსპოზიციები საქართველოს 7
ქალაქში გამოიფინება.
მასალის გამოყენების პირობები