საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს
თავმჯდომარესთან
გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ უკვე შეთანხმებული
არჩევნების თარიღი 8 ოქტომბერი უცვლელია. რაც შეეხება საარჩევნო
კამპანიის დაწყების თარიღს პოზიციები შეჯერებულია და მის მიერ
გაგზავნილი გადაწყვეტილების კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება.
საარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
კონსულტაციები პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს
თავმჯდომარეს შორის დღეს გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები