უსახლკაროებისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონეთათვის სახლები აშენდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი
პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით
უზრუნველყოფის კომისია შეიკრიბა. სხდომაზე ანკეტები და
ბენეფიციართა საცხოვრებელი პირობების ამსახველი ვიზუალური მასალა
განიხილეს.
საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, წელს 121 განცხადება
მიიღო.
უსახლკაროებისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონეთათვის პირველ
ეტაპზე 25 სახლის მშენებლობა იგეგმება, ხოლო მრავალშვილიანი
ოჯახებისთვის 4 და 5 ოთახიანი სახლები აშენდება. შეხვედრას ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია უძღვებოდა.
მასალის გამოყენების პირობები