ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ყაჩაღობისა და იარაღის უკანონო
ბრალდების ფაქტზე დაკავებული ძმები
ჯოჯუები და ჩაგანავები გაათავისუფლა. დაკავებულების ადვოკატმა ზვიად
ქობალავამ რადიო „ათინათთან“ საუბარში განაცხადა, რომ მისი დაცვის
ქვეშ მყოფი პირები, ორი ოჯახის ხუთი წევრი, სასამართლომ უდანაშაულოდ
სცნო და ბრალდებები მოუხსნა.
"ბრალდებულების მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი
გამოიტანა, როგორც ყაჩაღობის, ასევე იარაღის უკანონოდ შენახვის
ნაწილში“, - განაცხადა ქობალავამ.
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 11 მაისს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა,
რომელზეც დაკავებულების მშობლები მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
ძმები ჯოჯუები და ჩაგანავები სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ
ლეძაძამეში 2015 წლის ოქტომბერში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები