დევნილთა ახალ დასახლებაში წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია (ვიდეო)
17:18 / 13.05.2016
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალ დასახლებაში მცხოვრები დევნილები
სასმელი წყლის პრობლემის
მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახება დევნილებმა განცხადება, ზუგდიდის
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააკეთეს, სადაც მათ განსახლების
მინისტრის სოზარ სუბარისგან დანაპირების შეუსრულებლობისთვის პასუხი
მოითხოვეს.
დევნილების თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ამ პრობლემის
გადასაჭრელად 15 დღე ითხოვეს.
"38 დღეა სასმელი წყალი არ მოგვეწოდება, წყლის პრობლემა აქამდეც
არსებობდა. შეგვპირდნენ მოგიგვარებთო, თუმცა ამ დრომდე დანაპირებს
არავინ ასრულებს.“ - აცხადებენ დევნილები
ლტოლვილთა სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსის მანუჩარ
ჩილაჩავას განმარტებით, მონაცემები სამხარაულის ექსპერტიზაში
გაგზავნილია და დასკვნის დადებისთანავე შ.პ.ს „დაგი“ შესაბამის
სამუშაოებს დაიწყებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები