სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან შონია, მესტიის
გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი,
პროექტის ინვესტორის „ქეი ვოთერისა“ და საპარტნიორო ფონდის
წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას ჭუბერში შეხვდნენ.
მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა,
რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას
და განვითარებას შეეხება.
გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, „ნენსკრაჰესის აშენებაში
ინვესტორი 1 მილიარდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს,
მშენებლობისა გარდა შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი,
ადგილობრივების გადამზადებს ინვესტორი უზრუნველყოფს.
ჭუბერის მოსახლეობამ „ნენსკრაჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი
შექმნა. რომელიც პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს.
პროექტის ინვესტორია კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“, სამშენებლო
სამუშაოებს იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ ქართულ სამშენებლო
კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები