გარემოვაჭრეები დახმარებას პარლამენტს სთხოვენ (ვიდეო)
16:39 / 20.05.2016
რამდენიმე აქციისა და პიკეტის შემდეგ 50-მდე გარემოვაჭერე
მიკროავტობუსებით ქუთაისისკენ გაემგზავრა.
„ადგილობრივი თვითმმართველობა ყურადღებას არ გვაქცევს, ქუთაისში
დეპუტატებს მაინც მივაწვდენთ ხმას“, - აქციის მონაწილეებს იმედი აქვთ,
რომ მათ პრობლემების მოგვარებას პარლამენტი შეძლებს.
გარემოვაჭრეებმა, პროტესტის ნიშნად, ფეხით მსვლელობა დილიდან დაიწყეს.
დროდადრო ისინი გზის გადაკეტვით ზუგდიდი თბილისის მთავარ მაგისტრალზე
ავტომობილების მოძრაობას აფერხებდნენ.
სამართალდამცველების მიერ გზის გათავისუფლების მცდელობისას აქციის ორი
მონაწილე ცუდად გახდა, მათ გზაშივე აღმოუჩინეს საწრაფო დახმარება.
გარემოვაჭრეებმა სოფელ ჭითაწყარამდე საპატრულო პოლიციის თანხლებით
იარეს, შემდეგ კი უკვე მიკროავტობუისებით განაგრძეს გზა.
აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.
გუშინ ისინი ქალაქის მერსა და მის მოადგილესაც შეხვდნენ, თუმცა
ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
ერთ-ერთი მთავარი ღვთაება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგრული კულტურის სულიერ სამყაროს ასაზრდოებდა, იყო ორთა , არსთა გამრიგე და უხილავი ბუნების მბრძანებელი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები