28-29 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით
"დიპლომატიური ტური" გაიმართება,
რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის
წარმომადგენლები სამეგრელოს რეგიონს ეწვევიან.
დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები დღეს ენგურის ხიდის მიმდებარე
საოკუპაციო ხაზთან განხორციელებულ პროექტებს დაათვალიერებენ.
დღის ბოლოს კი ყველა ელჩი ანაკლიაში, სასტუმრო „ოქროს საწმისში“ -
რეგიონის შესაძლებლობების პრეზენტაციას დაესწრება.
მასალის გამოყენების პირობები