საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2016 წლის 31 მაისიდან შეიარაღებულ
ძალებში მოქალაქეებს
იწვევს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას
სთავაზობს.
სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან 18-დან 35-წლამდე
წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო
სავალდებულო ან სამხედრო სამსახური.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო
მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას
მიიღებენ.
სამხედრო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგოს
რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის
გათვალისწინებით.
ხელფასთან ერთად სამხედრო მოსამსახურეს ასევე შეუძლია
პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების
დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს
საერთაშორისო ოპერაციებში.
იმისთვის, რომ მოქალაქე რეკრუტი გახდეს , ფიზიკური - ფსიქოლოგიური
ტესტი და სამხედრო სამედიცინო კომისია უნდა გაიაროს.
მასალის გამოყენების პირობები