ზუგდიდში თაბუკაშვილის ქუჩაზე დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 320
ოჯახს სასმელი წყლის
პრობლემა მოეხსნება. მათთვის გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ახალ ჭაბურღილებს გათხრის.
ამის შესახებ ინფორმაცია დევნილებს სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორმა ლევან შონიამ, "გაერთიანებული წყალმომარაგების"
კომპანიის უფროსმა გიორგი კობერიძემ და დევნილთა და განსახლების
მინისტრის მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა მიაწოდეს.
ახალი ჭაბურღილის ექსპლუატაციაში შესვლამდე დევნილებისთვის სასმელი
წყლის მიწოდება ცისტერნებიდან მოხდება, ასევე დაიქლორება არსებული
წყალი და მას ტექნიკური საჭიროებისთვის გამოიყენებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს, დევნილთა დასახლებაში ნაწლავური
ინფექცია გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ, სასმელი წყლის დაბინძურებამ
გამოიწვია.
ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს
აღენიშნებოდათ.
რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ნაწილმა კი მკურნალობა
სახლის პირობებში გაიარა. სასმელად ვარგისი წყლის მიწოდების მოთხოვნით
კი თაბუკაშვილზე მცხოვრები დევნილები პერიოდულად საპროტესტო აქციებს
მართავდნენ.
მასალის გამოყენების პირობები