მერაბ ქვარაია: "ენმ" ცდილობს ხმაურით და ცილისწამებით ყურადღება მიიქციოს (ვიდეო)
10:55 / 04.06.2016
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ ქალაქის
საკრებულოს თავმჯდომარე ტენდერების
ლობირებაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,
ეჭვს იწვევს ის ფაქტი რომ, გამოცხადებულ ტენდერებში თანამდებობის
პირების ოჯახის წევრებისა და მათი ნათესავების მონაწილეობა საკრებულოს
მხრიდან რეაგირების გარეშე რჩება.
„ფრაქციამ დაასრულა მოკვლევა ტენდერებთან დაკავშირებით,ჩვენ
გამოვიკვლიეთ მერიის ტენდერები 2014 წლიდან , შესაბამისად მივიღეთ
საინტერესო სურათი.
ღიად ვაცხადებ და პასუხისმგებელი ვარ რომ მერიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერებში იგებენ კონკერეტული ადამიანები. დაახლოებით ნახევარ მილიონ
ლარზე მეტი ტენდერში მოგებული აქვს საკრებულოს წევრის ნათია ფიფიას
მამა ელდარ ფიფიას, მისი პარტნიორია სოსო გოგოხია, რომელიც არის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. ირაკლი გოგოხიას მოადგილის კობა
ჯიქიას სიმამრს, თემურ ჯანაშიას 2014 წლიდან მოგებული აქვს დაახლოებით
15 ტენდერი. შპს „ზუგდიდმშენსერვისში“ მთავარი ინჟინერი არის
არქიტექტურის სამსახურის უფროსის ეკა თოდუას მამა. ასევე არსებულ
ტენდერებში იგებს ძმები წირღვავების კომპანია, წირღვავები კი,
ვიცე-მერის გია გულორდავას უახლოესი მეგობრები არიან. ცნობილია, რომ
მერია ქვაფენილებს იძენს შპს „ლეგისგან“, რომლის წარმომადგენელი არის
ირაკლი გოგოხიას ძმა პაატა გოგოხია. თუ საკრებულოს თავმჯდომარემ არ
იცის რა ხდება, ეს მისთვის უარესია, ან თუ იცის და ხელს აფარებს,
მაშინ ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ თვითონ ქვარაია არის
კორუფციულ გარიგებებში გარეული“ - განაცხადა ანი წითლიძემ.
წითლიძის ბრალდებებს საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია
გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ცილისწამებები არ უკვირს, რადგან
არჩევნები ახლოვდება.
„ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს ხმაურით და ცილისწამებით მიიქციოს
ყურადღება და ხელი შეუშალოს საკრებულოს მუშაობას“ - განაცხადა მერაბ
ქვარაიამ.
მან ასევე აღნიშნა რომ, თითოეულ ბრალდებაზე პასუხი იყო დასაბუთებული
და ოპონენტს ურჩია არგუმენტირებული ფაქტებით მაკონტროლებელი
ორგანოებისთვის მიემართა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები