სარიუშ ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე შეფერხდება
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა
ევროპარლამენტში მიმდინარე წლის ოქტომბრამდე
მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სარიუშ
ვოლსკიმ სტრასბურგში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული
შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრის მთავარი თემა "საქართველოში დემოკრატიის
დეფიციტი" იყო.
„დემოკრატიული დეფიციტი, რომელიც არსებობს, ესენია პოლიტპატიმრები,
ზეწოლა მედიაზე, კერძოდ რუსთავი 2-ზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე და
პარლამენტის წევრებზე. შევთანხმდით, რომ ყველაფერი უნდა იყოს ევროპულ
სტანდარტებთან შესაბამისობაში. თუ საქართველო გააკეთებს უფრო მეტს
დემოკრატიული დეფიციტის აღმოფხვრის კუთხით, უფრო მარტივად და სწრაფად
მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. პროცესი სავარაუდოდ ოქტომბრამდე
შეფერხდება, თუმცა, ვიმედოვნებ, ზაფხულში ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის
შეჩერების მექანიზმის პრობლემას მოაგვარებს. არასწორად ესმით
საქართველოში, გადაწყვეტილებას იღებს საბჭო და ევროპარლამენტი,
ევროკომისია მხოლოდ რეკომენდაციას გვაძლევს'', - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები