დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ - მინისტრი არტურ მიქვაბია, ფეხბურთის
საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს წერილით მიმართავს,
რომელშიც ის აფხაზეთის FIFA–ში შეყვანას ითხოვს.
"აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არაოფიციალური სახელმწიფოების
მსოფლიოს ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, აფხაზეთის
საფეხბურთო ფედერაციას აქვს პატივი მოგმართოთ თხოვნით, რათა აფხაზეთი
FIFA–ში იქნას შეყვანილი", – ნათქვამია ღია წერილში.
ამ დროისთვის აფხაზეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ :
რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და ვანუატუმ აღიარეს.
კვირას სოხუმში ConIFA-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო საფეხბურთო
ჩემპიონატი დასრულდა, რომელიც არაღიარებული ქვეყნების 25 - მდე გუნდს
ითვლის.
„აფხაზეთის ეროვნული ნაკრები“ ტურნირის ჩემპიონი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები