TI: წინასაარჩევნო პერიოდში თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგეობიდან თანამშრომლების
სავარაუდო გათავისუფლებას ეხმაურება და ამ ფაქტს მათზე ზეწოლად
აფასებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პოზიციით, წინასაარჩევნო
პერიოდში რაიმე სახის სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება და
თანამშრომლების რაოდენობის შემცირება არ არის მიზანშეწონილი, რადგან
ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე
ზეწოლისთვის,“- ნათქვამია განცხადებაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამშრომლების
შემცირების შესახებ შესაბამისი ბრძანება 6 ივნისს გამოსცა, სადაც
აღნიშნულია, რომ შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ღონისძიებები 45
დღეში გატარდება.
მასალის გამოყენების პირობები