იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, ე.წ.
აფხაზური
კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა. მისი
განცხადებით, საქმე კერძო პირების ინიციატივას ეხება, რომელსაც
არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს და იტალია განუხრელად უჭერს
მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამგვარი ინიციატივის შესახებ
სეპარატისტების მხრიდან. ამ წამოწყებას არ გააჩნია არავითარი
ოფიციალური სტატუსი. ჩვენ უკვე მივმართეთ იტალიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს, ასევე, რომის მერიას და შესაბამისი რეაგირება უკვე სულ
მალე იქნება. ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელსაც არავითარი
კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და იტალიის ხელისუფლება,
როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამის დროულად ალაგმავს. “ -აღნიშნა კახა
სიხარულიძემ "ინტერპრესსნიუსთან"საუბარში.
ხოლო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ეს არის აფხაზეთის
პირველი კულტურული ინსტიტუტი როგორც იტალიაში, ისე საზღვარგარეთ“.
მასალის გამოყენების პირობები