მართლმადიდებელი სამყარო დღეს სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს.
ამ დღეს მორწმუნეებს ტაძარებში ყვავილები და სანთლები მიაქვთ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
წირვის დასრულების შემდეგ კი, მუხლდრეკის სპეციალური ლოცვა სრულდება,
რომლის დროსაც მლოცველებზე სულიწმინდის მადლი გადადის.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს
აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფლის მოციქულებზე
სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადმოვიდა და ყოველი მათგანი
სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე
დაიწყეს საუბარი. ამით უფალმა მიანიშნა ის ძალა და შესაძლებლობა,
რომელიც მიეცათ მოციქულებს ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად მთელ
დედამიწაზე.
მასალის გამოყენების პირობები