ლტოლვილთა დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი საინფორმაციო კამპანიას გამართავს
დღეს ლტოლვილთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით,
საქართველოს
სახალხო დამცველი თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების
მოედანთან“ საინფორმაციო კამპანიას გამართავს.
აქციის ფარგლებში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები
მოქალაქეებს თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული
სტატუსის მქონე პირთა უფლებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან, ასევე
დაურიგებენ საინფორმაციო ბუკლეტებსა და ფლაერებს.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ლტოლვილთა საერთაშორისო დღე
2000 წლიდან აღინიშნება. მსოფლიოში 60 მილიონამდე იძულებით
ადგილნაცვალი პირია, მათ შორის, 20 მილიონამდე ლტოლვილი, რომლებიც
იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ ქვეყანა ომისა და ადამიანის
უფლებების დარღვევის გამო და მოეთხოვათ თავშესაფარი უსაფრთხო
ქვეყნებში.
მასალის გამოყენების პირობები