დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პოლიტიკური პარტიები და ზუგდიდში
არსებული
არასამთავრობო ორგანიზაციები ხვალ ნარკოპოლიტიკაზე ისაუბრებენ.
დისკუსიის მიზანია პასუხისმგებლობის გაზრდა ნარკოპოლიტიკის
საკითხებზე და ამომრჩევლის ინფორმირება მათ მიდგომებზე.
შეხვედრაზე საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი მიხეილ ჯახუა,
ასოციაცია „ქსენონის" წარმომადგენელი დავით დგებუაძე და პოლიტიკური
პარტიების წევრები ისაუბრებენ. დისკუსიაში ასევე მონაწილეობას სახალხო
დამცველისა და "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის
ოფისის ხელმძღვანელებიც მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები