გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რაშიდ კანჯიოღლუს ოკუპირებული
აფხაზეთის
დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ შინა პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ
დე-ფაქტო აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა, ადგურ აგრბამ „სპუტნიკ
აბხაზიას“ განუცხადა.
მისი თქმით, სამხედრო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხედრო
პროკურატურის შუამდგომლობა კანჯი-ოღლუს დაპატიმრების შესახებ.
ე.წ. მესაზღვრეს განზრახ მკვლელობში ედება ბრალი და არსებული
ინფორმაციით ის სამსახურიდან დე-ფაქტო სახელმწიფო უშიშროების
სამსახურიდან დაითხოვეს. რაშიდ კანჯიოღლი საქართველოს მოქალაქის
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკველობაშია ბრალდებული. ტრაგიკული შემთხვევა
სოფელ ხურჩაში 19 მაისს მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები