სენაკში ახალი ქარხნის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა (ვიდეო)
14:08 / 25.06.2016
სენაკში ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის ფარგლებში, 120 მილიონი
დოლარის ღირებულების ცემენტის ქარხანა აშენდება. მშენებლობის
საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი
კვირიკაშვილი დაესწრო.
მან პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა და აღნიშნა,
რომ სენაკში ფუნქციონირებას მალე დაიწყებს სრულიად თანამედროვე
საწარმო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის
განვითარებაში.
“ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის
პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს
არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე
და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ
პროექტში ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მშენებლობის დასრულების
შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5
მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს, სადაც 500-მდე
ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები