საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხედრო-სავალდებულო
გაწვევის გაუქმებას
არ ადასტურებს. მისი თქმით, თავდაცვის მინისტრს აღნიშნული სამსახურის
გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიეღო.
კომენტარი პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
„მე არ ვაფასებ გადაწყვეტილების სისწორეს, მე ვსაუბრობ ფორმაზე, ასეთი
ტიპის გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული უფრო ინტენსიური
კონსულტაციების შედეგად”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ თავდაცვის
მინისტრის თინა ხიდაშელის დღევანდელი გადაწყვტილების შესახებ საქმის
კურსში არ იყო.
მასალის გამოყენების პირობები