ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტს Су-24 - ის პილოტის დაღუპვასთან
დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.
ამის შესახებ კრემლის პრეს- მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის ცნობით, რეჯებ ტაიპ ერდოღანს
რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს და ვლადიმირ პუტინს ამ საკითხზე
მუშაობისკენ მოუწოდებს.
კრემლის ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ „თურქეთს რუსეთის
ფედერაციის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების სურვილი და წინასწარი
განზრახვა არასოდეს ჰქონია“.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თურქეთის მოქალაქის მიმართ,
რომლის სახელი რუსი პილოტის სიკვდილს უკავშირდება, გამოძიებაა
დაწყებული.
მასალის გამოყენების პირობები