გაგრაში აფხაზურ-რუსული კომპანია ნაგვის გადამამუშავებელ ქარხანას
ააგებს. ამის შესახებ,
ქალაქის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაურ ბგანბამ
განაცხადა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, კომპლექსი გაგრის ნაგავსაყრელის
ტერიტორიაზე აშენდება, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან
არსებობს.
ბგანბას თქმით, რაიონში ორი ნაგავსაყრელია, სოფლებში, ახალციხესა და
ცანდრიფშში.
„აქ ჩნდება ნაგვის არასანქცირებული საყრელები. ეს დაკავშირებულია,
ნარჩენების დიდი რაოდენობის დაგროვებასთან, განსაკუთრებით, ზაფხულის
პერიოდში“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, ნაგვის დახარისხების გარდა, ქარხანა პოლისტიროლისგან
დამზადებულ ნაკეთობებს აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები