საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის
სახელმწიფო
მდივანმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით
მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოაწერეს ხელი. გიორგი კვირიკაშვილმა ამ
დოკუმენტს მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურება
უწოდა.
„ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო
პარტნიორს და მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას.
დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის
ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც
მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული
ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის
ეფექტურობის ამაღლებისთვის,“- აღნიშნა მან.
ჯონ კერიმ საქართველო დატოვა. აშშ-ს სახელმიწიფო მდივანი თბილისიდან
კიევში გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები