მარტვილის თხუთმეტამდე სოფელი სტიქიამ დააზარალა (ვიდეო)
11:48 / 09.07.2016
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის
მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის
გამოც 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის
შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები. აღნიშნულთან დაკავშირებით
მარტვილის გამგეობაში გვიან ღამით საგანგებო შტაბის სხდომა გაიმართა,
რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია
უძღვებოდა.
"პირველ რიგში უნდა დავიწყოთ ხიდების აღდგენა, რათა მოსახლეობას არ
შეექმნას გადადილების პრობლემა. ხვალვე დავიწყებთ შიდა გზების
რეაბილიტაციას, ზარალის დათვლა გაგრძელდება და დეტალურად აღიწერება
ყველა ნიუანსი. მე დღეს პირადად ვნახე ადამიანები, რომლებიც ამ
სტიქიამ დააზარალა, დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ამ ადამიანებს
ჩვენი თანადგომა სჭირდებათ" - განაცხადა გუბერნატორმა.
საგანგებო შტაბში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად
სამართალდამცავები, სამაშველო სამსახურის და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე
ითვლის.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები