მარტვილში სტიქიისგან მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს (ვიდეო)
15:55 / 12.07.2016
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში, რომლებიც სტიქიის
შედეგად რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი
გზებისა და ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიამ
ყველაზე დიდი ზარალი საგზაო ინფრასტრუქტურას, ხიდებს, ნაპირსამაგრებს
და სავარგულებს მიაყენა. სალიკვიდაციო სამუშაოები სამი დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა და მას კოორდინაციას სამეგრელო-ზემო
სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების
სამსახურის უფროსი დავით კოდუა უწევდა.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის
გენერალური დირექტორი ლევან დვალი დაესწრო. მისი თქმით, საქართველოს
სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახური სხვადასხვა უწყებებთან ერთად
სტიქიის დღიდან მუშაობს, მისი შედეგების ლიკვიდაციის
მიმართულებით.
ძლიერი წვიმების და წყალმოვარდნების შედეგად დაზარალებულ
მუნიციპალიტეტში შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია და სტიქიის
სალიკვიდაციო შტაბები, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები