თურქეთში საქართველოს ელჩის ირაკლი კოპლატაძის ინფორმაციით,
თურქეთში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ
არიან.
”აქ ძირითადად შეტევები იყო სახელმწიფო დაწესებულებებზე -
სამინისტროზე, პარლამენტზე, სადაც რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს,
სახელმწიფო ტელევიზიაზე და სხვადასხვა სამხედრო დაწესებულებებზე.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ამჟამად ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს,
საქართველოს მოქალაქეები არ არიან”, - განაცხადა მან.
მასალის გამოყენების პირობები