საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის
პრემიერ-მინისტრ
ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა
სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი
შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ძლიერი და დემოკრატიული თურქეთი
მნიშვნელოვანია რეგიონში განვითარებისა და სტაბილურობისთვის და კიდევ
ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ
ხელისუფლებას.
თურქეთის პრემიერ- მინისტრმა კი მადლიერება გამოთქვა საქართველოს
ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან ქვეყნის სტაბილურობისა და
დემოკრატიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
ორი ქვეყნის პრემიერ- მინისტრებმა აღნიშნეს, რომ 19 ივლისს, ანკარაში,
გაიმართოს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული
თანამშრომლობის საბჭოს პირველი სხდომა.
მასალის გამოყენების პირობები