თურქეთში, ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით, ექვსი ათასამდე
ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის სამინისტროზე
დაყრდნობით „ბი-ბი-სი“ იუწყება.
საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთში 51 სამხედრო მაღალჩინოსნის
დაკავების შესახებ წერს. მათ შორის არის დენიზლის გარნიზონისა და
სპეცდანიშნულების მე-11 რაზმის სარდალი, გენერალი ქამილ ოზჰან
ოზბიქირი.
დაკავებულები იზმირის ციხეში იმყოფებიან. ასევე დაკავებულია 426
მოსამართლე.
მასალის გამოყენების პირობები