საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის
რეგიონში
”ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განვლილი 4
წელი შეაფასა. მისი თქმით, პარტიას არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს
მოჩვენებითი ეფექტის შესაქმნელად და ვინმესთვის თვალის ასახვევად.
“ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის
საშუალება. მარტო ც ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და
რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. ჩვენ
უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება
მივეცით ფერმერებს, მეწარმეებს. ამ ოთხ წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ
და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე, რაც
თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს“, -
აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები