ზუგდიდის მერიის ინიციატივით, ქალაქის საჯარო სკოლების
მოსწავლეებისთვის ურეკში
საზაფხულო ბანაკი მოეწყობა. აღნიშნული პროგრამისთვის ადგილობრივი
ბიუჯეტიდან 16 ათასამდე ლარი გამოიყო.
მერიაში აცხადებენ, რომ საზაფხულო ბანაკში დასვენება
სასწავლო-აღმზრდელობითი ხასიათის იქნება. მათივე განმარტებით,
მოსწავლეები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: მერის სტიპენდიანტი,
მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტი, სოციალურად დაუცველი
წარმატებული მოსწავლე, დედ-მამით ობოლი, წარმატებული მოსწავლეები
სპორტის სახეობებში.
ურეკში 20 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით, სულ 70 ბავშვი
დაისვენებს, მათ შორის, 8 პედაგოგი და მერიის ორი წარმომადგენელი.
მასალის გამოყენების პირობები