სოხუმში, ამ დროისათვის, ელექტრო და წყალმომარგება მთლიანად
აღდგენილია. ამის შესახებ, ქალაქის ადმინისტრაციის
წარმომადგენელმა, ლეონ კვარჩიამ
განაცხადა. მისი თქმით, ქალაქისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ
არ დათვლილა, თუმცა, წინასწარი მონაცემებით, ის მნიშვნელოვანია. ამავე
ინფორმაციით, აღდგენილის სატრანსპორტო მიმოსვლაც.
შეგახსენებთ, ხუთშაბათს ღამით მოვარდნილი ქარიშხლისა და ძლიერი წვიმის
შედეგად, დაიტბორა სოხუმის ქუჩები. სოფელ ეშერას რაიონში, ცენტრალურ
ტრასაზე, ქვები ჩამოიშალა, რამაც, ტრანსპორტის გადაადგილება შეაფერხა.
სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, შეიქმნა საგანგებო
შტაბი.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაზიანდა მაღალი ძაბვის გადამცემი
ხაზები და წყალმომარაგების სისტემა.
მასალის გამოყენების პირობები