თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნა შეაჩერა
თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდის ეკიპაჟმა, 11 დღიანი
სამძებრო სამუშაოების შემდეგ, შავ ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული
სამხედრო
მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეწყვიტა. ამის შესახებ
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თურქული მხარის თქმით, სამუშაოების გაგრძელება ამ ეტაპზე შედეგს ვეღარ
გამოიღებს. მათივე განმარტებით, იმ რთული გარემო პირობების
გათვალისწინებით, რომელშიც უწევდათ მუშაობა, ყველა რესურსი იყო
გამოყენებული.
16 აგვისტოს გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში
მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო
შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი დაიკარგნენ. გამოძიებას
მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები