დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადგომის შესახებ
განცხადება გააკეთა. "შექმნილ ვითარებაში, შესაძლებლად არ მიმაჩნია
აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე
მუშაობის გაგრძელება“, - თქვა მან.
ჩირიკბამ იმედი გამოთქვა, რომ „ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უცვლელი
დარჩება" და მადლობა გადაუხადა უწყების გუნდს მუშაობისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა
სამინისტრო ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები