აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები სამედიცინო დაზღვევას მიიღებენ
დღეს, სოხუმში, სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის
ფარგლებში, აფხაზურ - რუსული შეხვედრა
გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა მოქალაქეთა გარკვეული კატეგორიის აუცილებელი
სამედიცინო დაზღვევით და მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხები
განიხილეს.
"შეთანხმების პირველი ეტაპის განსახორციელებლად საჭირო თანხა უკვე
ჩადებულია და უახლოესი თვეების განმავლობაში, ჩვენ დაზღვევის
მექანიზმს შევიმუშავებთ. აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის ნებისმიერ
მოქალაქეს, საშუალება ექნება რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ კლინიკებში
სამედიცინო მომსახურება მიიღოს", — განაცხადა რუსეთის ფედერაციის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი
გულინმა.
"ამ ეტაპზე ჩვენ უნდა მოვამზადოთ აუცილებელი დოკუმენტაცია და
გავგზავნოთ რუსეთში. გამოიყოფა თანხები და ჩვენ „აფხაზფარმაციის“
საშუალებით მივიღებთ მედიკამენტებს. პრაქტიკულად, ყველა პუნქტი
შეთანხმებულია, მხოლოდ რამდენიმე სამუშაო მომენტს განვიხილავთ“, -
აღნიშნა დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის მინსტრმა ანდზორ გოოვმა.
მასალის გამოყენების პირობები