დე ფაქტო აფხაზეთის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 12
აპრილს 12 საათზე ჩატარდება. აფხაზური მედიის ცნობით, რაულ ხაჯიმბამ
შესაბამის
ბრძანებას 10 აპრილს მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137
კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო
24 – პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს. გამარჯვებულ კანდიდატებს
შორის არის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი
ალექსანდრე ანქვაბი.
დე ფაქტო აფხაზეთში მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები 12
მარტს, ხოლო მეორე ტური 22 ოლქში - 26 მარტს გაიმართა, მე-17 -
გუდაუთის ოლქში, ხელახალი არჩევნები 14 მაისს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები