ახალი ამბები
„პეტიცია - ხალხის ხმა თვითმმართველობაში“ - დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ვიდეო)
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტზე "პეტიცია-ხალხის ხმა თვითმმართველობაში" იმსჯელეს. შეხვედრაზე პროექტის განხორციელების ერთი წლის შედეგები, პეტიციების განხილვის არსებული პრაქტიკა და ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც მოქალაქეების ჩართულობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. მას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ორგანიზაცია "დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაშვილის თქმით, პროექტის მსვლელობისას, სამეგრელოს რეგიონში უმნიშვნელო პრობლემები გამოვლინდა და ის განხილვების პროცედურებს, ვადებისა და სარეგისტრაციო ფორმების დაცვას ეხება.

"აღნიშნული პროექტის ინიცირება სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველად მოხდა, ამიტომ აქ მუშაობის წესებს და პრინციპებს ჩვენც, საზოგადოებაც და მუნიციპალიტეტებიც ერთად ვსწავლობდით. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიურობა და თანამშრომლობა", - აღნიშნა ხახუტაშვილმა.

პროექტს სამეგრელოს რეგიონში ასოციაცია "ათინათი" და საქველმოქმედო ცენტრი "თანაზიარი" ახორციელებდნენ. ორგანიზაციებმა შეკრებილებს, პრეზენტაციის სახით, წლის განმავლობაში განხორციელებული შეხვედრები და მოსახლეობაში არსებული პრობლემის კვლევები წარუდგინეს.

ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ საქრთველოს მასშტაბით, პროექტში 2 848 აქტიური მოქალაქე ჩაერთო და 20 მუნიციპალიტეტში 192 შეხვედრა გაიმართა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა გააქტიურება მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია და პროცესში შეძლებისდაგვარად ჩაერთვებიან.

პროექტის მთავარი მიზანია მოქალაქეთა გააქტიურებით, პეტიციების ინიცირებითა და თვითმმართველობის საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობით აღნიშნული სისტემის ჩამოყალიბების და გაძლიერების პროცესის ხელშეწყობა.

ღონისძიება UCAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,პეტიცია - ხალხის ხმა თვითმართველობაში" ფარგლებში ჩატარდა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
13 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.