პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
19:22 / 16.06.2017
პარკირების ადგილების მოსაწყობად ქალაქ ზუგდიდის მერია ელექტრონულ
აუქციონს გამოაცხადებს, საწყისი
ფასი კი 200 000 ლარი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის
საკრებულომ დღეს მიიღო. საკითხს მხარი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს. მათ საკრებულო კონკრეტული კომპანიის
ლობირებაში დაადანაშაულეს, რასაც საკრებულოს თავმჯომარესთან სიტყვიერი
დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
ბათლომე შელიას თქმით, ელექტრონული აუქციონის მოთხოვნებში მხოლოდ
ისეთი პირობებია ჩაწერილი, რომელიც კონკრეტული კომპანიის და არა
ქალაქის ინტერესებს აკმაყოფილებს.
ენმ-ის წევრის ანი წითლიძის თქმით, საკრებულომ დღევანდელი
გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მიღებული პარკირების
წესი შეცვალეს, ზეწოლის შედეგად მიიღო.
„საკრებულომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ქალაქის მერიას უფლება მისცა,
საკრებულოს დაუკითხავად ელექტრონული აუქციონის საშუალებით 10 წლიანი
იჯარით გადასცეს ტერიტორია პარკირების მოსაწყობად. მათ შეცვალეს წესი,
რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო შპს, რომელიც იქნებოდა მომგებიანი
და დამატებით შემოსავალს შემოიტანდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს პირდაპირ
ემსახურება გუბერნატორისა და ვიცე მერის ბინზესინტერესებს“, - აღნიშნა
წითლიძემ.
ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ქალაქის მერიაშიც.
„ის, რაც თქვა ანი წითლიძემ, სიმართლეს არ შეესაბამება. გუბერნატორი
მსგავსი საქმეებით დაკავებული არ არის“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა
პაატა ლაგვილავამ.
რაც შეეხება ვიცე მერს, გია გულორდავა ბრალდებას "სისულელეს უწოდებს"
და ყოველგვარი ინტერესს გამორიცხავს.
"როგორ შეიძლება აუქციონზე რამე ზემოქმედება მოვახდინო, არ მესმის და
რა პირად ინტერესზეა საუბარი, როცა აუქციონში მონაწილეობას იღებს ის,
ვისაც ამის სურვლი და შესაძლებლობა აქვს", - უთხრა რადიო
"ათინათს" გულორდავამ.
აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ საკრებულოს სხვა წევრები. მათი
მტკიცებით, დღეს პარკირების წესი არ შეცვლილა და მერიამ უმჯობესად
აუქციონის გამოცხადება ჩათვალა.
ფოტო: ქალაქ ზუგდიდის
საკრებულო
„იყო ორი ვარიანტი: შექმნილიყო შპს ან კერძო ინვესტორზე აუქციონი
გამოცხადებულიყო. დღეს ჩვენ აუქციონი არ გამოგვიცხადებია, ჩვენ
დავადგინეთ აუქციონის საწყისი ფასი. მერის პრეროგატივაა, გამოაცხადებს
თუ არა და როდის გამოაცხადებს აუქციონს“, - თქვა საკრებულოს
ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა
კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ.
მისივე განმარტებით, აუქციონი იმ დადგენილების საფუძველზე
გამოცხადდება, რომელიც საკრებულომ პარკირების წესის შესახებ
მიიღო.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ჟურნალისტებთან კომენტარის
გაკეთება არ ისურვა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები