მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის ბოლომდე ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღონ (ვიდეო)
13:21 / 22.06.2017
2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა მის ტერიტორიაზე
წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების
მართვის 5-წლიანი გეგმა უნდა მიიღოს. ამის შესახებ დღეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ
შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
მოადგილემ განაცხადა. ეკატერინე გრიგალავამ რეგიონის
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების მართვის კოდექსით
მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული ვალდებულებების, ეროვნული
სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტული მიმართულებისა და
აქტივობების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ფოტო: სამხარეო
ადმინისტრაცია
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის
გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუაც ესწრებოდა.
მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა უნდა შეესაბამებოდეს 2016 წლის
1 აპრილის საქართველოს მთავრობის №160 დადგენილებით დამტკიცებულ
,,ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა“ და
,,ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სამოქმედო
გეგმას“.
აღნიშნული გეგმების შესადგენად მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები
შეიქმნება.
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს ყველა
რეგიონში გაიმართება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ოკუპირებული აფხაზეთისა მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით მიღებას შეძლებს. რუსული სამთავრობო მედია „ტასი“ იუწყება, რომ სამართლებრივი აქტების ვებგვერდზე შესაბამისი ბრძანება პუტინის ხელმოწერით 17 მაისს გამოქვეყნდა.
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი აცხადებს, რომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სთხოვა, სირიამ გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები