19 ივლისიდან ელექტრონული ტენდერების ჩატარების ახალი წესი ამოქმედდება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ელექტრონული ტენდერების ჩატარების
ახალი წესი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადება სააგენტოს
ვებ-გვერდზეა
განთავსებული. ახალი წესის მიხედვით, რომელიც 19 ივლისს ამოქმედდება,
დაცული იქნება ბალანსი შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლების
უფლებებსა და ინტერესებს შორის. გარდა ამისა, განისაზღვრა ელექტრონული
ტენდერის ჩატარების პრინციპები, დეტალურად გაიწერა სატენდერო კომისიის
მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, პრეტენდენტისადმი მოთხოვნების
დადგენის წესი, პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის
გამოვლენის პროცედურები.
"ელექტრონული ტენდერის ჩატარების ახალი წესით, ერთი მხრივ, აღსრულდა
კანონისმიერი მოთხოვნა, ხოლო, მეორე მხრივ, დეტალურად და მკაფიოდ
ჩამოყალიბდა ელექტრონული ტენდერის მარეგულირებელი ნორმები... მისი
ამგვარი სტრუქტურა უზრუნველყოფს ნორმების განაწილებას ქრონოლოგიურად
და მარტივს ხდის ტენდერის ამა თუ იმ ეტაპის აღქმის შესაძლებლობას", -
ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები