საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია
მეორემ დღეს აბიტურიენტები დალოცა. პატრიარქმა მათ გამოცდების
წარმატებით დასრულება და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება უსურვა.
“იწყება გამოცდები, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. თქვენ ის დარგი
აირჩიეთ, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის და სამშობლოსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ინებოს, რომ მიღებული იყოთ
სასწავლებლებში და მშვიდობით დაამთავროთ”, - მიმართა აბიტურიენტებს
ილია მეორემ.
ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება.
მასალის გამოყენების პირობები