ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი
მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის დროს ქართველი
სამხედრო დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული „მტკიცე მხარდაჭერის“
მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი
ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი საბას ძე
ბებიაშვილია.
რაც შეეხება დაშავებულებს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურად მძიმე, დანარჩენი ორის კი დამაკმაყოფილებელია. ისინი
ბაგრამის საავიაზო ბაზის ჰოსპიტალი არიან მოთავსებულები.
უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010
წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის
საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში
მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში
მონაწილეობისთვის“.
მასალის გამოყენების პირობები